მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანიდან, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

,ჰოსპიტალთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მზად არის პალატა, რომელშიც სააკაშვილს მოათავსებენ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.