ხულოში ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

დაშავებული ახალგაზრდები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.