ჯინ შაჰინი – მივესალმები მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტას

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიესალმება.

„მივესალმები ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას,“- წერს სენატორი „ტვიტერში“.

ჯინ შაჰინი აზიარებს განცხადების ტექსტს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სენატორები : ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი და სადაც სენატორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობა და მისი შედეგები საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.