შემდეგი ნაბიჯი იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მის ბრალს ოფიციალურად მოსკოვის გარდა, არავინ აღიარებს – ლევან ხაბეიშვილი

შემდეგი ნაბიჯი იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მის ბრალს ოფიციალურად მოსკოვის გარდა, არავინ აღიარებს – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამბობდა რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, გაიტაცეს ფაქტობრივად გლდანის ციხეში. ამის შემდეგ ამბობდნენ რომ სააკაშვილს არ სჭირდება მულტიფუნქციური დაწესებულება. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ თავად აღიარეს რომ გადასაყვანია და გადაიყვანეს. შემდეგი ნაბიჯი იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მის ბრალს ოფიციალურად მოსკოვის გარდა, არავინ აღიარებს. ჯანმრთელ და თავისუფალ სააკაშვილს უნდა მიეცეს არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა და ეს არჩევნები უნდა იყოს ვადამდელი” – აღნიშნავს ხაბეიშვილი.