ანგელა მერკელი: გერმანიაში, კოვიდსიტუაცია უაღრესად დრამატულია – საავადმყოფოები მალე გადაიტვირთება, თუ ვირუსის მეოთხე ტალღას არ შევაჩერებთ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდა ყველაზე უარესია, რაც კი აქამდე გერმანიაში პანდემიის დროს დაფიქსირებულა.

გერმანიის კანცლერის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უაღრესად დრამატულია, ხოლო საავადმყოფოები მალე გადაიტვირთება, თუ ვირუსის მეოთხე ტალღას არ შეაჩერებენ.

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 30 643 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 62 პაციენტი გარდაიცვალა.