,,მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ ამერიკაში იმიტომ წამოვედი, რომ საჭმლის ფული არ მქონდა – ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვაქ­ცია ქვეყ­ნი­დან და და­ცა­ლა სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­გან” – კობა სუბელიანი

მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ ამერიკაში იმიტომ წამოვედი, რომ საჭმლის ფული არ მქონდა – ახლა გადაზიდვების კომპანიაში ვმუშაობ – ამის შესახებ ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ყო­ფი­ლმა მინისტრმა, კობა სუბელიანმა ,,ტვ პირველთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ­ჟა­მად ერთ-ერთ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ა­ში მძღო­ლად მუ­შა­ობს.

“2017 წლის ბოლოს წა­ვე­დი საქართელოდან იმი­ტომ, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­არ­სე­ბო არ მქონ­და. სამი შვი­ლი მყავს და ოჯახს შე­ნახ­ვა უნ­დო­და. მრცხვე­ნია ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ საჭ­მლის ფული არ მქონ­და. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვი­ყა­ვი 2012 წელს – ან უნდა გა­დავ­ბარ­გე­ბუ­ლი­ყა­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდში, ან წავ­სუ­ლი­ყა­ვი იმ ნა­ბიჯ­ზე, რა­ზეც წა­ვე­დი. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი რომ ეს ნა­ბი­ჯი სი­ღა­რი­ბით, მარგინალიზაციით, დევნით და ქვების სროლით დას­რულ­დე­ბო­დ, ეს და ათასი სხვა უბედურება გადაგვატანინა ,,ქართულმა ოცნებამ”. დღემდე აკეთებენ მსგავსად და ბევრია ასეთი შემთხვევა.

,,ქართული ოცნება” კობახიძე, ღარიბაშვილი და დანარჩენები გამოირჩევიან იმით, რომ აქეთ ედავებიან ხალხს, ეს არის დაცინვა საზოგადოების. რა გამოდის, რომ 80 თუ 60 ლარიანი დახმარების მიღება ურჩევნია ადამიანს, ვიდრე 1000 და 1500 ლარიან სამსახურში მუშაობა?! ეს გამოუვიდათ მათ.

აქა­უ­რო­ბა სავ­სეა ქარ­თვე­ლე­ბით. იცით, რა დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან აქ? წლე­ბი ქვე­ყა­ნას რომ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, ივა­ნიშ­ვილ­მა ისი­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­მო­ყა­რა და წა­მო­ვიდ­ნენ ემიგ­რა­ცი­ა­ში.

მეც ასე ვი­ყა­ვი, ან უნდა მე­მა­თხოვ­რა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის თან­ხე­ბი, ან უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვერ წარ­მო­იდ­გენ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა და მთხო­ვენ, რომ ვას­წავ­ლო გზე­ბი, თუ რო­გორ წა­მო­ვიდ­ნენ აქ. ლუკ­მა პური უჭირს ხალ­ხს. გარ­ბი­ან ქვეყ­ნი­დან. ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბა იყო, რომ ემიგ­რან­ტებს და­აბ­რუ­ნებ­და ქვე­ყა­ნა­ში და პი­რი­ქით, გა­სამ­მაგ­და ემიგ­რა­ცია.

ამ­ჟა­მად გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტი­დან მო­მაქვს გზავ­ნი­ლი, 5-6 დღი­ა­ნი მარ­შრუ­ტია. ასე ვარ­ჩენ ოჯახს. ასეა ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ზოგი ტაქსზე ზის, ზოგი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს. ემიგ­რა­ცი­ას ახ­ლავს ძა­ლი­ან დიდი სევ­და. ჩვენ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვაქ­ცია ქვეყ­ნი­დან და და­ცა­ლა სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­გან” – აღ­ნიშ­ნა სუ­ბე­ლი­ან­მა.