დრო მოვიდა ახალგაზრდები შევხვდეთ ერთმანეთს -ველი გამოხმაურებას

ლექსო სვიმონიშვილმა (პარტია „კანონი და სამართალი“) გადაცემაში „თავისუფალი სიტყვა“ სტუდიაში მყოფ სხვადასხვა პარტიებისა და მოძრაობების ახალგაზრდებს შეკრება შესთავაზა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ახალგაზრდები დასხდებიან და კამერების გარეშე ისაუბრებენ.

სტუდიაში მყოფმა ახალგაზრდებმა მიიღეს შეთავაზება და იმედია სულ მალე მოხდება ეს შეხვედრაც.

GMTV მზად არის ახალგაზრდებს შეხვედრის ნეიტრალური ტერიტორია შესთავაზოს და ამ მართლაც კარგ ინიციატივას ბოლომდე დაუჭიროს მხარი.

https://www.youtube.com/watch?v=vEQ9MMPXqjk