ხელჩართული ჩხუბი ბათუმის საკრებულოში – ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს “ვადაგასული” შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც კანონის უხეში დარღვევაა.

ბოლო ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ამასთან, ირკვევა, რომ დეპუტატი რომან თავართქილაძე, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო კოვიდრეგულაციების დარღვევით საკრებულოში მივიდა.