მიჭირავს შპრიცი ნივთიერებით, რომელსაც ისეთი სუნი აქვს, აქ ვეღარ გაჩერდებით – მირდატ ქამადაძე საკრებულოს სხდომაზე

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ბათუმში სადაც დეპუტატები სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობენ. ადგილზე დაცვა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ “უწყინარი ხსნარი” დაღვარა, ამის შემდეგ ის პოლიციამ ძალის გამოყენებით შენობიდან გაიყვანა.

“არავის განმარტება არ გაუკეთებია, ჩვეულებრივად ვადაგასული სულიკო თებიძის დამცველები არიან ესენი, რომლებიც მუნდირის ღირსებაზე მალაპრაკებიან. ისე გამომიყვანეს შენობიდან, რომ არავის განმარტება არ გაუკეთებია, ერთადერთი რაც გავაკეთე საჯაროდ განვაცხადე, რომ მაქვს უწყინარი ხსნარი, რომელსაც აქვს სუნი, რომლის დაღვრის შემდეგაც დარბაზში გაჩერება არის შეუძლებელი, დავღვარე დარბაზში ეს, გამოცვივდნენ მთელი “ოცნების” დეპუტატები აივანზე, ვეღარ ატარებენ სხდომას”, – თქვა ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.