რომის პაპი პატრიარქზე: მე ის აღვიქვი ღვთის კაცად!

რომის პაპმა ვატიკანში კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო. დელეგაციის წევრებმა პონტიფიკოსს მალდობა გადაუხადეს საქართველოში ვიზიტისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Vatican Radio ავრცელებს.

როგორც ფრანცისკე პირველმა შეხვედრისას აღნიშნა, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაციამ მას საქართველოში ვიზიტი მოაგონა.

“არასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც იესო ქრისტეს მხსნელად მოიხსენიებს, რადგან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო”, -განაცხადა რომის პაპმა.

პონტიფიკოსის თქმით, მასზე პირადად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. “მე ის აღვიქვი ღვთის კაცად”, -აღნიშნა ფრანცისკე პირველმა.

კომენტარის დატოვება