ნიკა გვარამია – საქართველოს ისტორიაში ეს იყო მთავარი პროცესი, სადაც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე, ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და არც ერთი წამით არ აკნინებს სააკაშვილს

ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ .

ნიკა გვარამიას თქმით,  სააკაშვილს არც ერთი წამით არ აკნინებს რაც ხდება.

„ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი წამით. რაც შეეხება პროკურატურას, მის წარმომადგენლებს, არც ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით ახლა, როდესაც ვლაპარაკობთ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სასამართლო სხდომა პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა