სალომე სამადაშვილი – ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს – პოლიტიკოსებმა პოლიტიკური შეცდომებისთვის ფასი ელექტორალურად უნდა გადაიხადონ

ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს – პოლიტიკოსებმა პოლიტიკური შეცდომებისთვის ფასი ელექტორალურად უნდა გადაიხადონ, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის შეფასებით, ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, როცა პოლიტიკოს უწევს სასამართლო დარბაზში, გისოსებს მიღმა ისაუბროს.

“როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არა გვაქვს, ხოლო პროკურატურა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გადაქცეული, იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეიძლება მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო პროცესი გაიმართოს, შეუძლებელია. ასეთია როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების შეფასება და ეს არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.