გიორგი ფხაკაძე სააკაშვილზე – დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო, 9 წელიწადი მთავრობაში რომ იყავი, რატომ არ გააკეთე კარგი სასამართლო, ახლა გაგახსენდა?! (ვიდეო)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე  „ფეისბუქზე” პირდაპირი ეთერის დროს, ვაქცინაციასთან და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშრებით რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ექსპრეზიდენტის შიმშილობას არ უნდა გადაყვეს ქვეყანა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ათეულობით ადამიანი კოვიდით იღუპება.

“„ნაციონალებსაც” დაგაყარეთ მიწა და „ოცნებასაც”… 50 კაცი მოკვდა და ვსო, მთელი საათი მიშა, მიშა-გავიგე, რომ დიეტაზეა.

დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო… 9 წელიწადი მთავრობაში რომ იყავი, რატომ არ გააკეთე კარგი სასამართლო, ახლა გაგახსენდა?! – ამბობს გიორგი ფხაკაძე მიხეილ სააკაშვილზე.

ვრცლად იხილეთ ვიდეოში.