ანა ბუჩუკური – მთავრობის მიერ ინიცირებული გამომძიებელსა და პროკურორს შორის ფუნქციების გამიჯვნის კანონპროექტი, წინააღმდეგობაში მოდის რეფორმის ძირითად ხაზთან, რომელიც ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან დღეს იმ კანონპროექტებზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და ამ დრომდე არ განუხილავთ.

“ივლისის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ემსახურებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლების დაბალანსებას, რაც ჯამში ემსახურება ერთი მხრივ – ე.წ. გავლენების ჯგუფების გავლენების შემცირებას სასამართლო ხელისუფლებაში და მეორე მხრივ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის მერე გასული რამდენიმე თვეა გასული, „ქართულ ოცნებას“ არც კი დაუწყია ამ ცვლილებების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები ჩვენ ჩვენს პარტნიორებთანაც განვიხილეთ და დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის არასამთავრობო სექტორში, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ „ოცნება“ როგორც ჩანს თვლის, რომ ერთგვარი მონოპოლია გააჩნია საკანონმდებლო სივრცეზე, რაც ნუ სირცხვილია” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ ინიცირებულ
გამომძიებელსა და პროკურორს შორის ფუნქციების გამიჯვნის პროექტზე და აღნიშნა, რომ არ პასუხობს იმ თავდაპირველ მიზანს, რომლითაც 2018 წელს საგამოძიებო სისტემის რეფორმა დაიწყო.

” მეორე კანონპროექტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არც თუ ისე დიდი ხსნის წინ. უფრო სწორად ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც ვმუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროში და წარვადგინეთ ინიციატივა, რომელიც უკავშირდება საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნას და თავის დროზე ეს ინიციატივა ვენეციის კომისიის მიერ დადებითად იყო შეფასებული.

რამდენიმე დღის წინ, როგორც ჩანს ჩვენი წარდგენის შემდგომ, მთავრობამ დააინიცირა ამავე საკითხზე კანონპროექტი, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელზეც ალბათ „ოცნება“ განხილვებს დაიწყებს, სრულად წინააღმდეგობაში მოდის ამ რეფორმის ძირითად არსთან, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მიზნად უნდა ისახავდეს ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის დამოუკიდებლობას და ამ ფუნქციების მკვეთრად გამიჯვნას, პროკურორისა და გამომძიებლისა და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში, ეს უნდა ემსახურებოდეს გამოძიების ხარისხის ამაღლებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, წინააღმდეგობაში მოდის რეფორმის ძირითად ხაზთან” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.