რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს მწვანე სტატუსი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს მწვანე სტატუსი.

“ეს არის 3 სხვადასხვა შემთხვევა – როდესაც ადამიანი არის სრულად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ვაქცინის ორი დოზა; როდესაც გატესტილია და გატესტვის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ორი ვარიანტი – 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი და როდესაც პიროვნებას აქვს გადატანილი კოვიდ-ინფექცია. ამ შემთხვევაში მას ენიჭება მწვანე სტატუსი“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.