[ვიდეო] ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საქართველოში, სადაც ხალხი ურმით დადის, რომ სამართალი იპოვოს და ვერ უპოვია, „ოცნებამ” იგივე სისტემა დაიტოვა და ეს არის პრობლემა – ალექსანდრე კობაიძე

უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება მისი წინამორბედისგან არაფრით განსხვავდება, სისტემა იგივე დარჩა და ისევ ძალადობს ხალხზე. ამის შესახებ ადვოკატმა „ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგროც კობაიძემ აღნიშნა, ხელისუფლების რეპრესიებს ხმაური უნდა დავუპირისპიროთ, რადგან როცა ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხს ეშინია, უფრო გაბოროტდებიან.

„ჩვენ ისეთ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პიჯაკების გამო ასამართლებენ. სადაც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს, ქვეყანას 80 მილიონი დოლარის გადასახადი დაეკისრა და ამ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო დუმს.

ჩვენ ისეთ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ხალხი ურმით დადის, რომ სამართალი იპოვოს და ვერ უპოვიათ. ჩვენ ამ ყველაფერს ხმაური უნდა დავუპირისპიროთ, ვიხმაუროთ, რადგან როცა ხელისუფლება დაინახავს, რომ ჩვენ გვეშინია, უფრო გაბოროტდებიან და ავები გახდებიან. დღეს კუთხეშია არიან და ამიტომ ძალადობენ ჩვენზე.

რითი განსხვავდება მაშინდელი 7 ნოემბერის ამბები სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაშლისგან – მაშინაც მაღალჩინოსნები ძალადობენ, მაშინაც ქალებზე ძალადობდნენ და ახლაც. მაშინაც ამბობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო და კანონის ფარგლებში ხდებოდა და ახლაც იმავეს იძახიან. სისტემა იგივე დარჩა, „ოცნებამ” იგივე სისტემა დაიტოვა და ეს არის პრობლემა, ამას უნდა შევებრძოლთ თითოეული ჩვენგანი”- განაცხადა  ალექსანდრე კობაიძემ.

იხილეთ ვიდეო ვრცლად.