ალეკო ელისაშვილი – სააკაშვილს თავი უკრაინელი ანარქისტი ნესტორ მახლო ჰგონია, სიგიჟეა მისი მოწოდება გათავისუფლების კომიტეტების შექმნაზე

სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინ წინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა, სიგიჟეა მისი მოწოდება გათავისუფლების კომიტეტების შექმნაზე – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, .

„სიგიჟეა, რაც თქვა სააკაშვილმა, მოგიწოდებთ ჩემს მხარდამჭერებს, ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტები. ეს როგორი აბსურდია იცით?! სოფლებში რომ კომიტეტები შექმნან, იმ კომიტეტებმა რა უნდა ქნან? – ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? – რატომ მოუწოდებ ასეთი სიგიჟისკენ?

ნესტორ მახლო იყო ცნობილი უკრაინელი ანარქისტი, გულიაი–პოლე ჰქონდა ასეთი სოფელი, თავისი მშობლიური, სადაც შექმნა სახელმწიფო. ამ გულიაი-პოლეში ნესტორ მახნო ჩადიოდა ზუსტად ასეთ რაღაცებს. იტყოდა, წამოდი, ახლა დავეცეთ იმ ქალაქს და დაეცემოდნენ. შევარდებოდნენ, გადაწვავდნენ ჟანდარმერიას. აღარ არის მახნოს დრო, მახნო ჰგონია თავისი თავი.

სააკაშვილის რასაც ამბობს ეს არის მახლოვჩკობა, აღარ არის მახლოს დრო. ნესტორ მახლო ჰგონია თავი. ხომ არ მოსწონს ეს თავისი შექმნილი სასამართლო, ხომ წამოეწია ურმით. მეც არ მომწონს და არ მაქვს იმედი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინ წინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა უარესს ჩაიდენს რასაც ჩადიოდა. გირგვლიანის საქმე არ არსებობსო გვითხრა და 7 ნოემბერს მე რა შუაში ვიყავიო, ვანო მერაბიშვილი წარმართავდაო. ეს ხელის შეწმენდაც ხომ ლაჩრების საქმეა. მანამდე თქვა, მეგის ქარდავა საერთოდ არ ვიცი ვინააო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.