თურქეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა.

მევლუთ ჩავუშოღლუს მედიის წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს სხვა კოლეგის განცხადებაზე, მაგრამ შემიძლია, ამ საკითხზე თურქეთის პოზიცია გითხრათ. თურქეთი მომხრეა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის და ევროკავშირის ღია პოლიტიკის ნებისმიერი ქვეყნის წევრობის მიუხედავად. თურქეთი მხარს უჭერს გაფართოებას.

თურქეთის პოზიცია ამაზე ძალიან მკაფიოა. ტრადიციული ნატო-ს მინისტერიალი იყო ორ ასპირანტთან, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრით. მე კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გავუსვი ხაზი თურქეთის პოზიციას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ორი ქვეყნის მისწრაფებებს“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

სერგეი ლავროვის განცხადებით, „საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება NATO-ში ნაღმია ევროპული უსაფრთხოებისთვის – „ნატო” უახლოვდება რუსეთის საზღვრებს და ბრუნდება სამხედრო დაპირისპირების კოშმარულ სცენარი”.