„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს რადგან ასე მოექცა, იმ ჭკუაზე არ ვარ რომ წავშალო ჩემს თავში შვიდი ნოემბერს ამბები – დავით უსუფაშვილი 

„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს რადგან ასე მოექცა, იმ ჭკუაზე არ ვარ რომ წავშალო ჩემს თავში შვიდი ნოემბერს ამბები – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა, პარტია ,,ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის პოზიციაა, რომ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

,,მას შემდეგ რაც მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და მის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება, მეტის თქმის უფლებას მივცემ საკუთარ თავს. ამ ცოტა ხნის წინ სულ სხვა, ჰუმანური და ზნეობრივი საკითხები იდო სასწორზე, რაშიც ,,ქართულმა ოცნებამ” წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა. ასე არ ებყრობიან არც ყოფილ პრეზიდენტს და არც საკუთარ მოქალაქეს. როდესაც პატიმრობაში, ტყვეობაში მყოფ ადამიანს ასე მოექცევი რიტორიკით, მოქმედებით თუ უმოქმედობით, ქცევით და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ მასზე შური იძიო და ჯავრი იყარო – 2000 წლის წინაც კი ტყვეს ასე არ ებყრობოდნენ.

დღეს კი მას აქვს ასეთი მოთხოვნა, რომ ,,ჯერ გამანთავისუფლეთ და შემდეგ წარვსდგები სასამართლოს წინაშე”. ასეთი მიდგომა ასობით და ათასობით სხვა პატიმარსაც შეიძლება, რომ ჰქონდეს. სასამართლო მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არ არის არასწორი. „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს რადგან ასე მოექცა, იმ ჭკუაზე არ ვარ ,რომ წავშალო ჩემს თავში შვიდი ნოემბერს ამბები” – განაცხადა უსუფაშვილმა.