მაქვს იმედი საზოგადოების, იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ ლოგიკური მსჯელობის უნარი – გიული ალასანია

მაქვს იმედი საზოგადოების, იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ ლოგიკური მსჯელობის უნარი – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის დედამ გიული ალასანიამ ,,პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა საარჩევნო პროცესი არ იქნებოდა ასეთი აქტიური.

,,ამ ორ პროცესზე დასწრებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ბევრი რამ გავიგე ჩემი შვილის გამოსვლიდან. დეტალები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემთვის არ იყო ცნობილი.

როგორც მოქალაქეს მიმაჩნდა, რომ მისი აქ ყოფნა იყო აუცილებელი. მაგრამ როგორც დედისთვის, ჩემთვის იყო რთული გასაგები. ადამიანი ჩამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს. მთელი ეს წლები ის მუდიმივად ფიქრობდა მის ქვეყანაზე და ეძებდა გზებს ქვეყნის გადარჩენისთვის.

ჩემი შვილის საქართველოში ჩამოსვლამ, ძალიან ბევრს მოაფიქრებინა არჩევნებზე წასვლა, გააქტიურდა საარჩევნო პროცესი. რომ არა მისი აქ ყოფნა არ იქნებოდა არჩევნებზე ასეთი აქტიურობა. მაგრად რა ფასად?! ჩემი შვილის სიცოცხლე ეკიდა ბეწვზე” – განაცხადა ალასანიამ.