ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროთი გაზრდის – შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს. აღნიშნულის შესახებ მიშელი ტვიტერზე წერს.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ჯოზეფ ბორელს, ევროკავშირს. დამატებით 500 მილიონი ევრო გამოიყოფა უკრაინისთვის. შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს“, – აცხადებს ბორელი.