,,უკრაინელებმა ერის ბედი კომიკოსს მიანდვეს – უკრაინაში ხალხის ხოცვა-ჟლეტაზე საუბარი გაზვიადებულია – რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ“ – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ შვებულებაში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

მისი თქმით, ბრაზილია რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს.

„უკრაინელებმა ერის ბედი კომიკოსს მიანდვეს. უკრაინაში ხალხის ხოცვა-ჟლეტაზე საუბარი გაზვიადებულია. ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე, მოსკოვის წინააღმდეგ ქმედებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბრაზილიის სოფლის მეურნეობას. მხარს ვუჭერ მშვიდობას, მაგრამ სანქციებს არ დავაწესებთ, ჩვენ არ გვინდა მეტი პრობლემა ბრაზილიაში“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ რუსეთის ნაბიჯს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ რესპუბლიკების აღიარების შესახებ მიესალმება.