ოკუპანტებმა ხერსონში 16 წლის გოგო და 78 წლის ქალი გააუპატიურეს

ოკუპანტებმა ხერსონში 16 წლის გოგო და 78 წლის ქალი გააუპატიურეს. ინფორმაციას კრივოი როგის ადმინისტრაციის მეთაური ავრცელებს.

ალექსანდრე ვილკულას ცნობით, აგრესორებმა ასევე, დაბომბეს ნავი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალააქები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა.

,,არის ამბები, რის გამოც სისხლი გვეყინება . ჰერსონის ოლქის ქალაქების გადათავისუფლების შემდეგ ჩვენ ვაწყდებით, უმძიმეს ისტორიებს: გააუპატიურეს 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის მოხუცი ინგულეცკის მიმართულებით. რუსმა ჯარისკაცებმა წყალსაცავთან კრივოი როგის ოლქში, ჩაცხრილეს ნავი, რომელსაც ხალხი ოკუპირებუილი რეგიონებიდან გადმოჰყავდა. მას ესროლეს პირდაპირ გრადებიდან. ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 უფროსი. დაიღუპა 13 წლის ბავშვი, შვიდი საავადმყოფოშია. 2 უგზო უკვლოდ დაიკარგა. ეს იყო მეშვიდე რეისი, რომელსაც ეს ნავი ასრულებდა და ხალხი გადაჰყავდა. ნაძირლები, იცოდნენ, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო და დაბომბეს ისინი რაკეტებით, იმიტომ რომ უნდოდა სიცოცხლე. ეს არის სამხედრო დანაშაული და გზა ჰააგის ტრიბუნაკლისკენ. ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან სიკვდილი ან გამარჯვება”, – ამბობს ვილკულა.