ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოვიდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია.

თქვენ ხართ ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი. საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა დადასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია. ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.