უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვში უკვე 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განაცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

ხარკოვის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია როგორც იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 6 სექტემბრიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, გათავისუფლებულია 3 ათას 800 კვადრატული კილომეტრი, 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდა 150 ათასზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად ტყვეობაში იყვნენ” – აცხადებს მალიარი.

ანა მალიარი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომგათავისუფლება მალე მოხდება”. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, რომ უფრო ზუსტი მონაცემები ხვალ იქნება.

ეს არის დადასტურებული მაჩვენებლები სტაბილიზაციის ღონისძიებების გათვალისწინებით. ხარკოვის რეგიონში გათავისუფლებული ტერიტორიების რეალური რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია. ხვალ იქნება უფრო ზუსტი მონაცემები” – აცხადებს მინისტრის მოადგილე ანა მალიარი