„პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო „ტვიტერში“ ეხმაურება.

„პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება. რა დაჯდება უკრაინელი და რუსი ხალხის სისხლი? ვის შეუძლია შეაჩეროს ერთი შეშლილი?“,- წერს ანდრიუს კუბილიუსი.

ცნობისთვის, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.