ბათუმში კორონავირუსით 25 წლის ორსული გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ორსული გარდაიცვალა.

კოვიდით ინფიცირებულ ორსულს ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდნენ, შემდეგ ის ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა, სადაც, საკეისრო კვეთის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა, ახალშობილი კი გადარჩა.