აუდიტის სამსახურმა პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” 143 000 ლარით დააჯარიმა

აუდიტის სამსახურმა პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” 143 000 ლარით დააჯარიმა – ამის შესახებ პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური პარტიას შემოსავლების დამალვისთვის აჯარიმებს.

,,სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს, პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო.
1. 502 ტრანზაქციით 28,327 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც არ ჩანს ვინ შემოგწირათო
ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 56 ლარი
2. 92 ტრანზაქციით 490 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც რაღაც მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთსო
490 ლარი.
ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 5 ლარი
3. უცხოურ ვალუტაში გაქვთ 6,000 დოლარი მიღებულიო
(სინამდვილეში შეეშალა ჩვენ მხარდამჭწერს და აქედან 4,000 დოლარი უკან დავუბრუნეთ)
ჯამში 47,590 ლარი მიიღეთ უკანონოდ და დამალეთო . დამალეთო თან.

ახლა ეს 47,590 ლარი აიღეთ, ორი ამდენი, 95,181 ლარი ზემოდან დაამატეთ და ბიუჯეტში ამოიტანეთო . ანუ, 143,000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ ჩვენ, პარტიას რომელიც ყოველთვე ლარ-ლარ ვაკეთებთ ფანდრაიზინგს რომ გადავრჩეთ და ვაკეთოთ ის რასაც ვაკეთებთ. ცოტა ხნის წინ paypal-ის ანგარიში გამიჩერეს რომ საზღავრგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მხარდამჭერებმა ვერ დამაფინანსონ მარტივად. ჩვენი პოლიტიკოსების და წევრების ნაწილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების ანგარიშებზე ინკასოებს ადებენ, ნაწილს ჯარში იწვევენ, ნაწილს ახლობლებს უგზავნიან და არწმუნებენ რომ უნდა შეეშვან პოლიტიკურ აქტიურობას, ნაწილს ტროტუარზე დგომისას იჭერენ და აჯარიმებენ რადგან მისი სტატუსები არ მოსწონთ. და ეს ხდება ქვეყანაში სადაც ასობით მილიონს ხარჯავს შავად თუ თეთრად მმართველი პარტია რომ ძალუფლება არ დაკარგოს. ქართული ოცნება / Georgian Dream – თქვენი შეშინებულის დედაც, გამოექანეთ მთაწმინდიდან” – წერს ჯაფარიძე.