მიხეილ სააკაშვილი წულუკიანზე: ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს?

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს?,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც იგი ოპოზიციას მიმართავს და ექსპრეზიდენტს მოიხსენიებს.

“დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ “რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა “რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი “, – წერია სააკაშვილის “ფეისბუქ” გვერდზე.

დღეს, თეა წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის მოსმენის დროს ოპოზიციას მიმართა: “თქვენი გალიაში მჯდომი ბელადს, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“.