გიორგი ფხაკაძე – C ჰეპატიტის პროგრამა არის ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში და ის აღიარებულია გლობალურ დონეზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ C ჰეპატიტის პროგრამა ყველაზე წარმატებულია საქართველოში არსებული  პროგრამებიდან. ამის შესახებ ექსპერტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და პარლამენტის ყოფილ წევრთან, მარიამ ჯაშთან ერთად შეხვედრის ფოტოს ავრცელებს.

“კარგი ამბებიც გვაქვს. ჟენევაში დღეს დამთავრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საქართველოს C ჰეპატიტის წარამატებაზე იყო საუბარი.

დიახ, C ჰეპატიტის პროგრამა არის ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში და ის აღიარებულია გლობალურ დონეზე.

საქართველოში არიან მაღალი დონის და გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებმაც შეძლეს ამ პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. მადლობა ყველას, რომლენმაც ნამდვილად შეუძლებელი შეძლეს.

ყავის დალევაც მოვასწარით მარიამთან, სანამ ჟენევიდან გაფრინდება.

პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს”, – წერს გიორგი ფხაკაძე  და ქართველ ექიმთან, უმრავლესობის ყოფილ წევრთან, მარიამ ჯაშთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ამჟამად გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს.