კახა ძაგანია სკოლებში ახალ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ძაგანია სკოლებში ახალ კორუფციულ სქემაზე სააგენტო „ლიდერს“ ესაუბრა:

„რამდენი ძალისხმევა დაგვჭირდა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ხელი შეგვეწყო, რათა წიგნები ყოფილიყო უფასო, რათა სასწავლო პროცესი წარმართულიყო ნორმალურად. ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მეტ ტვირთად არ დასწოლოდათ მშობლებს და ბავშვებს სასკოლო წიგნების შეძენა. მართლაც ძალიან კარგი, საქვეყნო საქმე გაკეთდა. არსებული ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსახურება ესეც არის. ამ საქმეში ჩვენი პოლიტიკური პარტია სრულად ვუჭერდით მხარს და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რადგან იმ დროისთვისს ძალიან გვეწინააღმდეგებოდნენ ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“. მათი არგუმენტი იყო, რომ ის ხუთი სტამბა, რომელიც წიგნებს ბეჭდავდა, გარიგებულები იყვნენ და ტრიალებდა მილიონობით ლარი. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი იყო, სწავლის პროცესში ბავშვებს პრობლემა არ შექმნოდათ და სრულიად, უფასოდ მიეღოთ სახემძღვანელოები. მერე ხელისუფლებამ საჯარო სკოლებთან ერთად, კერძო სკოლებისთვისაც გადაწყვიტა წიგნების უფასოდ მიწოდება, ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა კამათი, რადგან თუ კერძო სკოლაში გადასახადს იხდის მშობელი, ნება იბოძოს და თვითონ შეიძინოს წიგნებიც. მოკლედ, დაიხვეწა ეს კანონი, რაფინირება მოხდა და ყველანი ვიყავით ძალიან ბედნიერები, მათ შორის ჩვენც – პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, ვინც ამ საკითხს ვლობირებდით, ასევე ბავშვებიც და პირველ რიგში, მათი შობლები.

თუმცა, დღეს რა ხდება?! აი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს მოსდის ყველა ხელისუფლებას, სიმართლე გითხრათ, პრობლემა არის ქვედა რგოლებში, პედაგოგებში და დირექციებში – წელს შევიდნენ პირველკლასელები სკოლაში და მათ მშობლებს ეუბნებიან, ჩვენ შევთანხმდით, პირველკლასელების მასწავლებლები და გადავწყვიტეთ, რომ ის უფასო წიგნები, რაც გირიგდებათ, არ არის კარგი და სხვა წიგნები უნდა შეიძინოთ, რადგან ის წიგნები უკეთესიაო. სხვათა შორის, ამას მაღალი კლასების მოწაფეებს ვერ უბედავენ,

ეს ხდება ძალიან ბევრ სკოლაში. კანონი, რომელიც უფასო წიგნებს ეხება, რეალურად მართლა ძალიან კარგია, უბრალოდ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებმა მოიფიქრეს ე.წ. „ლაზეიკა“. აქ არის ერთგვარი სქემა, სტამბები, რომლებიც ბეჭდავენ პირველი კლასის წიგნებს, რომლებიც არ არის უფასო, გარიგებულები არიან სკოლების დირექციებთან, პედაგოგებთან და აკეთებენ კარგ ფულს. როდესაც მშობელს მიჰყავს საჯარო სკოლაში ბავშვი, ბუნებრივია, მას არ აქვს საშუალება, ამ წიგნების შეძენის. მცირე ნაწილი თავს იზღვევს, მიდის და ყიდულობს შემოთავაზებულ წიგნებს. ამ შემთხვევაში ხდება ბავშვების დახარისხება… ბავშვები, რომლებიც უფასო წიგნებით სწავლობენ და ბავშვები, რომლებიც ნაყიდი წიგნებით სწავლობენ. ასეთ ცუდ რამეს აკეთებენ, ანგრევენ და ამით პირდაპირ ეხებიან ქვეყნის მომავალს. პრინციპში, რაც ვიმუშავეთ და ვიწვალეთ წყალში ყრიან ყველაფერს. ხშირად აბრალებენ რაღაცებს ხელისუფლებას, ან კანონს. ამ შემთხვევაში კანონი კარგია და მიყევით ამ კანონს ნორმალურად, აღარ გინდათ ეს კორუფციული „ლაზეიკების“ მოძებნა, პედაგოგები ხართ, ქვეყნის მომავალი გეხებათ, რატომ მაიმუნობთ და რაღაცებს „ჩალიჩობთ“?

კარგათ გამიგეთ, ჩვენ ვიბრძოლეთ, რომ ეს ყოფილიყო ასე და ბევრი დადებითი რამ მოხდა ამ მხრივ, კონკურენტულ ბაზარზე გადაგვიყვანეს, ნებისმიერ სტამბას შეეძლო დაებეჭდა ეს წიგნები, უბრალოდ სახელმწიფო იღებს თავის თავზე და უფასოდ ურიგებს ბავშვებს წიგნებს, მაგრამ მაინც მოძებნეს ქვედა რგოლებმა კორუფციული სქემა. გაურიგდნენ ერთმანეთს. სასკოლო წიგნების ბაზარი მოიცავს რამდენიმე ათეულ მილიონს, ეს ძალიან დიდი ფულია.

მივმართავთ პროკურატურას, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტით და გამოიძიონ, რომელ სკოლებში ხდება აღნიშნული ფაქტები“.