ორშაბათიდან დავიწყებთ მედიკამენტების გაცემას იმავე ფასად, რაც ღირს თურქეთში

პარტია „თავისუფალი საქართველო“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს.

პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს თურქეთიდან სარფში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა. მისი თქმით, თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით საქართველოში წამლების ფასი რამდენჯერმე აღემატება ამ ქვეყნებში არსებულ ფასს. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, საქართველოში მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებულ პრობლემას ბაზარზე არსებული მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან

„ჩვენ მივიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება, დავიწყებთ ანტიმონოპოლიურ იმპორტს თურქეთიდან. ორშაბათიდან დედაქალაქში დავიწყებთ ამ მედიკამენტების გაცემას იმავე ფასად, რაც ღირს თურქეთში. ორი-სამი კვირის შემდეგ კი, დავიწყებთ იგივე პროგრამას რეგიონებშიც. რადგან მთავრობამ შვიდი წელია, ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“ – განაცხადა კახა კუკავამ.