„ორივე მხარის გათვალისწინებით პრობლემის მოგვარებას ვცდილობ“ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობას

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას ამავე ქალაქის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვდა და ადგილობრივებს განუცხადა, რომ ორივე მხარის ინტერესების დაცვით მაქსიმალურად ცდილობს პრობლემის მოგვარებას.

ხინჩეგაშვილი აცხადებს, რომ რთული მდგომარეობაა.

„რთული მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობ ორივე მხარის ინტერესების დაცვით ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. არც 10 დღეზე იყო საუბარი და არც 1 თვეზე, მაგრამ ჩვენ შეგპირდით სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ ტექნიკა არ შევა. ეს დაპირება მიდის? ძალაშია?“, – მიმართა მოსახლეობას გორის მერმა.