”თავისუფლებას” და “ლიბერალიზმს” ამოფარებული ანტივაქსერული ელექტორატის ჩვეულებრივი მონები ხართ – გიორგი ფხაკაძე იაგო ხვიჩიას

”თავისუფლებას” და “ლიბერალიზმს” ამოფარებული ანტივაქსერული ელექტორატის ჩვეულებრივი მონები ხართ – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პარტია ,,გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებას.

ხვიჩიას თქმით, ყველა, ვინც ეხმარება მთავრობას “მწვანე პასპორტის” რეალურად ამოქმედებაში, არის მონა, შეშინებული და დაჩმორებული.

სწორედ ამ განცხადებას პასუხობს ფხაკაძე და ამბობს, რომ როცა ხარ პოლიტიკური პარტია როგორც მინიმუმ, სახელმწიფოებრივი, ინტერესები უნდა დააყენო პირველ რიგში და მერე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

,,ყველაფერს აქვს საზღვარი. ოღონდ მართლა. ანტივაქსერების ელექტირატის (ამომრჩევლების 60%) მონები როგორ უნდა იყოთ. როცა ხარ პოლიტიკური პარტია როგორც მინიმუმ სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დააყენო პირველ რიგში და მერე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. ”თავისუფლებას” და “ლიბერალიზმს” ამოფარებული ანტივაქსერული ელექტორატის ჩვეულებრივი მონები ხართ. ამაზზენია.

ანუ საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრიაში და მსიფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყნებში მონები არიან? ისე რომ იციდეთ აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყანაში “მწვანე პასპირტები” არ არის… ანუ ზიმბაბვეში არიან “თავისუფლები” და შვეიცარიაში “მონები”.

სამამულო ომში საყოველთაო მობილიზაცია რომ ცხადდება ყველა უნდა წავიდეს დიდი, პატარა, ქალი და კაცი რომ დაიცვას სამშობლო. დღეს ვართ ბიოლოგიურ ომში, შეიგნეთ ეს, და ამ იმში საყოველთაო მობილიზაცია არის საჩირო. ვინც ეწინააღმდეგება საყოველთაო მობილიზაციას და მწვანე პასპორტს ის არის დეზერტირობის ხალშემწყობი შუა ომში. სირცხვილია” – წერს ფხაკაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.