,,3 თვეში რუსეთი 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა, საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შევიდა” – რუსეთის უსაფრთხოების სამსახური

2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი თითქმის 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა, – ამ ინფორმაციას The Guardians -ი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანა ძირითადად ომის გამო დატოვეს და მათი უმეტესობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩავიდა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შემოვიდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია გასული წლის მონაცემებზე.

უმნიშვნელოდ გაიზარდა უკრაინაში ჩამსვლელი რუსების რიცხვი – 316 286-დან 328 435-მდე.