იტალიაში დააკავეს $700 მილიონად შეფასებული იახტა, რომელიც, შესაძლოა, პუტინს ეკუთვნის

იტალიის ეკონომიკის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას სუპერიახტის კონფისკაციაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.

საუბარია იახტა შეჰერიზადაზე, რომლის ღირებულბაც 700 მლნ დოლარია და ამჟამად იტალიის ერთ-ერთ პორტში იმყოფება რემონტისთვის.

გამოცემა La stampa-ს თანახმად, იახტა დაკავშირებულია ედუარდ ხუდაინატოვთან, როსნეფტის ყოფილ პრეზიდენტთან, ხოლო ალექსი ნავალნის გუნდის გამოძიების მიხედვით, იახტის რეალური მფლობელი ვლადიმირ პუტინია. ნავალნის გუნდის გამოძიების მიხედვით, იახტის ეკიპაჟი იმ განყოფილების თანამშრომლებისაგან შედგება, რომლებიც პუტინის დაცვაზე არიან პასუხისმგებელი.