სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ პროფილაქტიკური გასინჯვები მარნეულში

რეგიონალური სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ეგიდით, სოფელ კაჩაგანის ამბულატორიაში მარნეულის რაიონის მოსახლეობისათვის უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.

4 5

 საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს დედაქალაქიდან ჩამოსულმა სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი,მამოლოგი, რეპროდუქტოლოგი,ოტორინოლარინგოლოგი. ჩატარდა ექოსკოპიური და კარდიოლოგიური კვლევები, საჭიროების შემთხვევაში გაიცა ექიმის დანიშნულება და პაციენტებს მიეცათ რეკომენდაცია შემდგომი მკურნალობისათვის.

2 %d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

სულ 1 თვეა კლინიკაში მოხდა რეორგანიზაცია, „ლანცეტის“ ახალი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და გულისხმიერი პროფესიონალებით მოსახლეობის მოთხოვნების და შესაძლებლობების გათვალისწინებით არაერთ აქციას და საქველმოქმედო ღონისძიებას გეგმავს რეგიონის მოსახლეობისათვის, სადაც სჭირდებათ სამედიცინო დახმარება და ექიმის კონსულტაცია.

3

მოსახლეობის ჯანდაცვის კულტურის ამაღლების მიზნით „ლანცეტი“ გასვლით ღონისძიებებს საქართველოს სოფლებში სისტემატიურად ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება