დარბაზის ჭერი ახადა ფერეიდნელების მიერ შემონახულმა ქართული სულის სიმაღლემ(ვიდეო)

“ვარდების ბაღის” დარბაზში პროექტის: “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. დარბაზში მყოფნი აღფრთოვანებას და სიხარულის ცრემლს ვერ მალავდნენ.

15337633_1420968194595000_1520985378122116315_n

საღამო დამაგვირგვინებელი იყო იმ კარგი „ნაღდი ქართული საქმის“, უკვე მეორედ რომ კეთდება ზვიად ტომარაძის ინიციატივით.

15355686_1422032841155202_7124971361212195353_n

მეორედ ჩამოვიდნენ საქართველოში ფერეიდანელი ქართველები და ამ ხნის განმავლობაში არ გამოუტოვებიათ არც ერთი ღონისძიება, სადაც ქართული სული ტრიალებდა. დაათვალიერეს სამშობლოს ღისშესანიშნაობები, ისწავლეს და ახლა, ფერეიდანში დაბრუნებულები უფრო მეტს მოუყვებიან თავისიანებს. მათ ხომ უფრო მეტი გაიგეს  ჩვენზე, იმ ხალხზე, რომლებიც  თავის ფესვებად მიაჩნიათ.

წელს პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც ესწრებოდა.

1480838124400127

-„ამ ეტაპზე პროექტით სარგებლობის საშუალება მხოლოდ ვაჟებს აქვთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ამ პროექტში გოგონებიც ჩაერთონ და ფერეიდნიდან ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ” – აღნიშნა აბაშიშვილმა.

სტუმრები მადლიერებას გამოხატავდნენ პროექტის ორგანიზატორის, ზვიად ტომარაძის მიმართ.

გუჯა შვანგირაძე

-„დღეს რაც მოხდა “ვარდების ბაღის” დარბაზში, მაგალითია იმისა , თუ როგორ უნდა აკეთოს კაცმა საქმე. ქართული საქმე.
აკეთოს საქმე ჩუმად, ყოველგვარი პაკაზუხობის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ათასი წინააღმდეგობა გაქვს სისტემისგანაც და საზოგადოების იმ ნაწილსგანაც, “უჩემოდ ვით იმღერეთა” ტალღაზე რომ არიან სულ.ღმერთმა გაუმარჯოს ზვიად ტომარაძეს, კარგ საქმეს რომ აკეთებს!“

დავით ლილუაშვილი

„დიდებული ღონისძიება ჩატარდა – „შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან“… ყოჩაღ ზვიად ტომარაძეს !!! კაცი ჩუმად, ფუტკარივით აკეთებს პატრიოტულ და ეროვნულ საქმეს!!! დადებითი ემოციებითა და ეროვნული სულისკვეთებით დატვირთული დღე იყო!!! დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დავრჩით!!!“

ნიკოლოზ მჟავანაძე

15356625_1420968131261673_8013771020335862753_n

“ეს იყო ემოციებითა და დიდი სიყვარულით აღსავსე დღე. 400 წლის წინ, საქართველოდან გადასახლებულმა ჩვენმა სისხლმა და ხორცმა მათ მიერ შესრულებული სიმღერებით დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს. დიდი მადლობა ზვიად ტომარაძეს ვინაიდან სწორედ მისი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ფერეიდანელი ქართველების საქართველოში ჩამოყვანას, მათთვის სიმღერების, ცეკვის და ქართული ენის შესწავლას და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გაცნობას ისახავდა.
დიდი იმედი მაქვს, ფერეიდანელი ქართველები რომლებმაც ყველაზე კარგად შემოინახეს ქართველობა დაუბრუნდებიან დედა სამშობლოს”.

მეორე პროექტი დასრულდა. ფერეიდნელები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან, ზვიად ტომარაძე კი უკვე აქედან იწყებს ფიქრს კიდევ უფრო როგორ გააუმჯპბესოს პროექტი და უფრო მასშტაბური გახადოს იგი.

ვრცელ სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

კომენტარის დატოვება