პუტინი: ტრამპი საკმაოდ ჭკვიანია და მალე გაითავისებს ახალ პასუხისმგებლობას

რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის ახლადარცეული პრეზიდენტი „საკმაოდ ჭკვიან ადამიანად“ შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი „მალე გაითავისებს მისი პასუხისმგებლობის მეორე მხარეს“.

-„ტრამპი მწარმოებელი და კომერსანტი იყო. დღეს ის უკვე სახელმწიფო მოღვაწეა, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, ამერიკის პრეზიდენტია. რადგან მან წარმატებას მიაღწია ბიზნესში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და რადგან ჭკვიანია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ სწრაფად მოახერხებს გაითავისოს მისი ახალი პასუხისმგებლობა“-განაცხადა პუტინმა.

პუტინმა აქვე იმდეი გამოთქვა, რომ ტრამპი სწორედ ამ პოზიციებიდან იმოქმედებს.

კომენტარის დატოვება