“ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ არა მერცხლის!..“-აქცია კანცელარიასთან

დღეს კანცელარიასთან მოშიმშილე ნიკა ჩერქეზიშვილის მეგობრები აქცია-პერფომანსს მართავენ და განცხადებას ავრცელებენ:

-„ნიკა ჩერქეზიშვილის 6 დღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიტყა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მოუწევს რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმის გადატანა. ასეთ დროს მისი მეგობრები ვაპირებთ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი არა მხოლოდ ნიკას, არამედ მის მდგომარეობაში მყოფ ყველა ადამიანს და დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ ვგეგმავთ მშვიდობიან აქცია-პერფომანსს, რითიც ვეტყვით პასუხისმგებელ პირებს, რომ უნდა სრცხვენოდეთ!

აქცია იქნება მშვიდობიანი, აპარტიული და გაგრძელდება დაახლოებით 30 წუთი. გელოდებით! როცა გიჭირს, ვინც შენს გვერდით დგას, ის არის ღმერთი!

ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ არა მერცხლის!“

 

 

კომენტარის დატოვება