“ხალხის პრობლემებს სულ დეტალურად მოვიტან თქვენამდე, ასე რომ, მოგიწევთ ეს ოთხი წელი ამიტანოთ!”

ზაზა მჟავია

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

-„სოფელ სუფსის მოსახლეობა სანთლით ეძებს თავის დეპუტატს. მირეკავენ და მეუბნებიან, „ე, ბიჭო, იქნება და შენ მაინც მიაწვდინო მაგ კაცს ხმა, დანაპირები გზა და კვალი არ გვინდა, უბრალოდ გაგვაგებინოს ხომაა კარგადო,,,“

წარმოშობით ვარ ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსიდან, 2016. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვიყრიდი 61-ე საარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის, ლანჩხუთის რაიონის სოფლები, სუფსა, ღრმაღელე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის , დაბა ურეკი, სოფ. ნატანები და ქალაქი ფოთი, როგორც მოსალოდნელი იყო ამ საარჩევნო ოლქშიც, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბატონმა ირაკლი ხახუბიამ, რომელიც არჩევნების წინ უხვად არიგებდა დაპირებებს, რომ იგი დააგებდა ასფალტს, მოაწესრიგებდა სასმელი წყლის პრობლემებს, რომელიც სოფელ ღრმაღელეს აწუხებს განსაკუტრებით, ამ სოფელს 25 წელია არც სასმელი წყალი აქვს და არც გზა, მიუხედავად იმისა რომ ასფალტის დიდი ქარხანა, რომელიც ნახევარ გურიას ემსახურება ზუსტად ამ სოფელშია და ტექნიკურ წყალს ხალხი მდინარე სუფსიდან იღებს და სასმელ წყალს კოლომეტრებიდან ეზიდებიან,,,, ეს უმცირესი ჩამონათვალია იმ პრობლემების, რაც ამ სოფელშია, ასევე ბატონი ირაკლი სუფსის ბაგა-ბაღს დაჰპირდა ახალ შენობას, ვინაიდან ბაგა-ბაღი ამჟამად განთავსებულია ამავე სოფლის მაცხოვრებლის სახლში, არადა ამ ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია არ ჯდება ძვირი.

მოკლედ, ახლა მინდა ერთი პატარა კონსულტაცია მივცე ბატონ ირაკლის.

ბატონო ირაკლი, პარლამენტის დეპუტატის თუ მისი კანდიდატის კომპეტენციაში არ შედის გზების, ქუჩების, წყლის, სადრენაჟე სისტემების და ინფრა სტრუქტურის მოწესრიგება, პარლამენტის დეპუტატის კომპეტენციაა კანონშემოქმედება, მაგრამ რახან შენ ამ ხალხს დაჰპირდი ის, რისი არც გამკეთებელი ხარ და არც იცი რაა პარლამენტში შენი საკეთებელი საქმე, ჩამოდი ამ სოფელში, სუფსაში, კიდე ერთხელ მოუსმინე  ხალხს და ეს მათი პრობლემები მიიტანე იქ, ზევით, სადაც არანაკლებ არაკომპეტენტურობა ზეობს, იქნებადა რაღაც მაინც გაკეთდეს, რისი იმედიც დამიჯერე გურულებს არა აქვთ და კიდე ერთი, სუფსაში ჩამოდი წვიმიან ამინდში და ფეხით გაიარ-გამოიარე ქუჩებში, მაინტერესებს სუფსას ვენეციისაგან თუ გაარჩევ. ისე ,,,ჩემი დეპუტატიც ხარ და იცოდე – კიდეც გაგაკრიტიკებ, კიდეც შეგახსენებ, რომ მეც ამ სოფელში მაქვს მამაპაპისეული სახლი და ამ ხალხის პრობლემებს სულ დეტალურად მოვიტან შენამდე, ასე რომ, მოგიწევს ეს ოთხი წელი ამიტანო. აბა ლანჩხუთის გამგებელს, „ვაიპოეტ“ ზაზა ურუშაძეს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მთელი რაიონი, ის ძალიან მძიმე შემთხვევაა და საუბრის კიდევ სხვა თემაა!..“

კომენტარის დატოვება