“ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება, ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ”

საქართველოს მთავრობის მეთაური  გამოეხმაურა სირიაში, კერძოდ ალეპოში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ საქართველო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.

“ჩვენ ვცდილობთ, გაერო-ს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით, მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება. ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი  მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

კომენტარის დატოვება