საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 673 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 457 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.96%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 817 963.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 პირი ემსხვერპლა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.