ლიეტუვის საელჩოსთან აქციაზე EU-ს დროშა დახიეს – დააკავეს მამა-შვილი ფალავანდიშვილები

ლიეტუვის საელჩოსთან ამ წუთებში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილები ამტკიცებენ, რომ საქართველოში „ევროსოდომს“ ეწინააღმდეგებიან.

ლიეტუვის საელჩოსთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ საქართველოში „ევროსოდომს“ ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ლგბტ+ და ევროკავშირის დროშები დახიეს.

სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის მამა-შვილი ფალავანდიშვილები არიან.