უკარაინის დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 000 დოლარი შეაგროვა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის მეშვეობით 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბათუმებელი” ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად დედის სახსოვარ ოქროს ბეჭედს და იმ ოქროს მონეტას ყიდდა, რომელიც მას მასწავლებლის გლობალურ ჯილდზე გადასცეს.

„უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ, 2500 ლარი საკმარისია“, – დაწერა ლადო აფხაზავამ 4 მარტს ფეისბუკზე.

„როდესაც მე ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა გამოვფინე სოციალურ ქსელში და გაყიდვა დავაანონსე, ამის შემდეგ 39 ქვეყანაში ჩემი სტატუსი გადათარგმნეს, გავრცელდა ეს სტატუსი და შემდეგ დაიწყო პროცესი. უცხოეთიდან ადვილად რომ გადაერიცხათ, ისეთი ანგარიში მივაწოდეთ. რადგან დედის ბეჭედს და ჯილდოს ვყიდდი, ამიტომ შეგროვდა ეს თანხები.

მასწავლებლებმა 39 ქვეყნიდან დაიწყეს უკრაინის დასახმარებლად თანხების შეგროვება და ჩვენს მითითებულ ანგარიშზე ირიცხებოდა ეს თანხები. ბოლოს როცა შევამოწმეთ ანგარიში 700 ათასი დოლარი იყო შეგროვებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლადო აფხაზავა.