კლინიკა „ვივა მედი” მიხეილ სააკაშვილს პარენტერალურ კვებას სთავაზობს | რა პასუხი აქვს მესამე პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილის მდგომარება უკიდურესად მძიმეა. მესამე პრეზიდენტის  დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა საჭმლის მიუღებლობაა.

დაპატრიმრებულ პრეზიდენტს კლინიკა „ვივა მედმა” შესთავაზა პარენტერალური კვება, რაც ვენების მეშვეობით ორგანიზმში საკვები ნივთიერებების მოხვედრას ნიშნავს.

ამ დროისთვის უცნობია, რა პასუხი აქვს მიხეილ სააკაშვილს კლინიკის შეთავაზებაზე.

„დღეს იყო მე-7 დღე კოვიდის. კრიტიკული დღეები  აქვს ამ კოვიდს, ამიტომ მეშვიდე დღე არის ესეთი. 38,4 გრადუსიც ჰქონდა და ხველება ძალიან ძლიერი… ცილები და რაღაც ეს არ არის მკურნალობა და კიდე გადაიტვირთოს, მით უმეტეს, რომ მაინცდამაინც ნდობა არ აქვს. რაც შეეხება რკინა და ასეთი რაღაცები რაც ძალიან დაქვეითებული იყო, ამას უსხამენ და ისხმას, არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს” – აცხადებს გიული ალასანია.