პირს, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა, ბრალდება წარუდგინეს

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების მტკიცებით, 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

ბრალდებულს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ბრალდებულ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.