ახალციხის სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ორი პირი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ძალადობაში ბრალდებული ორი პირი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” წერს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ძალადობა ერთ-ერთ სასტუმროში ქალების მიმართ განხორციელდა.

ამ თემაზე კომენტარს სასამართლოში არ აკეთებენ. მედიასთან საუბარი არც ბრალდებულების ადვოკატებს არ სურთ.

ბრალდებულებმა საპატიმრო უკვე დატოვეს. აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა ორ თვეში გაიმართება.