დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს „ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ომიკრონის“ გავრცელებს შემთხვევაში, ქვეყანაში რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება.

ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, უცნობია, როდის შემოვა საქართველოში „ომიკრონის“ შტამი, მაგრამ ის ძალიან მალე გახდება დომინანტური.

„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია. ასე, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეხეება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხევვებიც მოიმატებს და ესეც საფთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდილად არ ყოფილა“,-განაცხადა ჩხაიძემ.