მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები მოეწყობა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია.

იხ.

https://www.gmtv.ge/43130-2/

დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ნახვა თბილისის მერიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. დოკუმენტი თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში წერია, თბილისში, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, უწყვეტი, გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი უნდა მოეწყოს.

მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ ბილიკების ქსელის მოწყობა „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანაა.

მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ უნდა დაიცვას მდინარის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ბუნებრივი ლანდშაფტები, ასევე, უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს. გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი კი, ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

გენგეგმა განმარტავს, რომ თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან, შეკავშირებულ სისტემად, რაც ერთი მხრივ, გაზრდის მათ ეფექტიანობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და მეორე მხრივ, კომფორტული, ეფექტიანი გადაადგილების საშუალება იქნება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის,- წერია თბილისის მიწათმოქმედების დოკუმენტში.